ირანში სპილენძის საბადოს ასათვისებლად 5 ქვეყანა იბრძვის
5 ქვეყანა ირანში სპილენძის საბადოს ასათვისებლად ტენდერში მონაწილეობს. ამის შესახებ ირანის მრეწველობის მინისტრმა რეზა ნემატზადემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირანელმა მინისტრმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამით ჩინეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანაა დაინტერესებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ ირანის მიერ ნავთობის ექსპორტი დღე-ღამეში 1,9 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. თებერვალში ის 1,51 მილიონ ბარელს შეადგენდა.