Audi-მ და Porsche-მ ელექტრონული სისტემის გაუმართაობის გამო 500 000 ავტომობილი უკან გაიწვიეს

გერმანულმა ავტომწარმოებლებმა Audi-მ და Porsche-მ ელექტრონული სისტემის პრობლემის გამო, საერთო ჯამში 500 000-ზე მეტი ავტომობილის, უკან გაწვევა გამოაცხადეს.

მედიის ინფორმაციით, პრობლემა უკავშირდება უკანა ხედვის კამერის ფუნქციონირებას, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, არ აჩვენებდეს გამოსახულებას, რაც საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევას წარმოადგენს.

Audi-სა და Volkswagen Group-ის ფარგლებში გაწვევა შეეხება დაახლოებით, 356 000 ავტომობილს, ხოლო Porsche-ს შემთხვევაში — 170 000-ზე მეტ მანქანას.

ავტომწარმოებლები მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას უფასოდ შესთავაზებენ.

დაზარალებული ავტომობილების მფლობელებს შეტყობინება მომდევნო კვირების განმავლობაში მიეწოდებათ.

მფლობელებს ასევე შეუძლიათ NHTSA-ს ვებსაიტზე ინფორმაციის გადამოწმება ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN) გამოყენებით, რათა დაადასტურონ, შედის თუ არა მათი ავტომობილი გამოძახების პროცესში.

კომპანიების განცხადებით, ხარვეზთან დაკავშირებული სერიოზული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები