ირანში პოლიტიკური არეულობის ზრდასთან ერთად, ქვეყანა საგანგაშო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას,- ამის შესახებ “დეილი მეილი” წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას ირანული ვალუტა, რიალი, რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
მისი თქმით, ერთი რიალი იმდენად ცოტა ღირს, რომ ახლა მისი გაცვლითი კურსი დოლარსა და ევროში, ფაქტობრივად, ნულამდეა დამრგვალებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეროვნული ვალუტა რეალურად ვერ მიაღწევს ნულს, სანამ სახელმწიფო აგრძელებს ფუნქციონირებას, ეს სიტუაცია აშკარად ხაზს უსვამს იმ კრიზისის სიღრმეს, რომელშიც ამჟამად ქვეყანა იმყოფება“, – წერს გამოცემა.