ირანში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას Iran International ღია წყაროებისა და სამედიცინო მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ყველაზე ძალადობრივი შეტაკებები ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში, 8 და 9 იანვარს მოხდა.
როგორც Iran International აღნიშნავს, ქვეყანაში მიმდინარეობს კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არამედ მიმდინარე მოვლენების რეალური მასშტაბის დამალვასაც. გამოცემა იუწყება, რომ ეს მოიცავს ინტერნეტის გათიშვას, კომუნიკაციის გათიშვას, მედიის შეზღუდვას და ჟურნალისტებისა და თვითმხილველების დაშინებას.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ირანში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც მალევე გადაიზარდა ძალადობრივ შეტაკებებში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის.