მოსკოვში ტერორისტული დაჯგუფების წევრები დააკავეს
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში ჯგუფია დაკავებული, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ტერაქტებს გეგმავდა. უშიშროების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული დაჯგუფების ყველა წევრი ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან იყო. მათ აღიარეს, რომ ისინი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების დავალებით მოქმედებდნენ, რომლებიც თურქეთისა და სირიის ტერიტორიაზე მოქმედებენ. დაკავების მომენტში ამ პირებს დიდი რაოდენობით იარაღი, ტყვია-წამალი და სპეციალური მოწყობილობები აღმოაჩნდა, რომლებიც მათ ტერორისტული აქტების მოსაწყობად სჭირდებოდათ.