საქართველოს მთავრობა “სტარტაპების” დაფინანსებას იწყებს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი MDI & Associates-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ივანოვსკის შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მთავარი თემა, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე ესწრებოდა, საქართველოში ე.წ. სტარტაპების ხელშეწყობა იყო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარკ ივანოვსკი საქართველოს მთავრობას „სტარტაპების“ პროგრამის გამართვაში დაეხმარება. შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, „სტარტაპების“ ხელშეწყობის მექანიზმების ფორმირება იწყება.
პროექტი უახლოეს მომავალში ამოქმედდება და კონკრეტული „სტარტაპების“ დაფინანსება მოხდება, რათა შემდგომ ისინი გლობალურ ბაზარზე გასასვლელად მზად იყვნენ. მათ შორის, მოხდება სილიკონის ველზე გლობალური ვენჩურ-ინვესტორებისთვის პროექტების წარდგენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები