ლარი გამყარებას განაგრძობს

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2158 ლარი გახდება. დღეს მოქმედი კურსი 2.2238 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5429 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს მოქმედი კურსი 2.5756 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები