ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2238 ლარია. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2309 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0071 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5756 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5330 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0426 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები