ტუბერკულოზის ცენტრისთვის გრანტის გამოყოფის საკითხზე იმსჯელებენ

    ტუბერკულოზის ცენტრისთვის საერთაშორისო გრანტის გამოყოფის საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

“მკურნალობის ის სქემა, რომლითაც ახლა ტუბერკულოზის ცენტრში მკურნალობა ხორციელდება, საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისია. თუმცა, სულ ახლახან, ორი კვირის წინ ჩვენ დავიწყეთ ახალი თანამშრომლობის პროექტი ფრანგ სპეციალისტებთან, რომლებიც უახლოეს მომავალში ჩამოვლენ და გადახედავენ, და თუ ცვლილებების საჭიროება იქნება, მოგვცემენ რეკომენდაციებს. ასე, რომ იქ ნამდვილად არ არის კატასტროფული მდგომარეობა, თუმცა დაავადება ისეთია, რომ რეალობა ხშირად იცვლება, ახალი გამოწვევები ჩნდება და მზად ვართ ვუპასუხოთ მას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები