სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით ნაფეტვარიძე, სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის გარეშე გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ნაფეტვარიძის ადვოკატმა განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილების მოტივი მტკიცებულების არარსებობა გახდა.
ადვოკატ გოგა ონიანის თქმით, არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა და შესაბამისად არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ დავით ნაფეტვარიძემ ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა.
გამოძიება დავით ნაფეტვარიძეს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ის გუშინ საკუთარ სახლთან დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები