ირანის მოქალაქეებს ფსიქოტროპული მედიკამენტები შემოჰქონდათ

  ირანის მოქალაქეები საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანას ცდილობდნენ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “ბათუმის აეროპორტიდან” საქართველოში რეისით “სტამბოლი-ბათუმი” ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.რ. შემოვიდა, რომელიც საბაჟო პროცედურების გავლისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი COLDAX pseudoephedrine hcl 30 mg – 9 აბი აღმოაჩნდა. საქმე რეაგირების მიზნით, საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა. იმავე დღეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა “სარფის” საბაჟო – გამშვებ პუნქტზე. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ ირანის მოქალაქე ა.მ.-ს დათვალიერების შედეგად 12 აბი Acetaminophen codeine 300/10 აღმოაჩნდა. აღნიშნული საქმე რეაგირებისთვის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები