ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდნენ

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს გიორგი კვირიკაშვილი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკული  ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ინვესტიციების ჩადებით, კონკრეტულ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, ტრანსპორტი, ფინანსები.
პრემიერ-მინისტრმა მათ მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო, ვრცლად ისაუბრა მომავალ პრიორიტეტებზე და უპასუხა შეკითხვებს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის დიდ პოტენციალს.
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას 15-ზე მეტი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები