ვახუშტის ხიდთან ავტომობილის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა

ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები