ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდის ჯებირს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი, მრავლობითი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები