მოსკოვიდან თბილისში ქართველი „კანონიერი ქურდია“ დეპორტირებული

რუსეთის პოლიციის თანამშრომლებმა მოსკოვიდან თბილისში ქართველი „კანონიერი ქურდის“, ოთარ ყალიჩავას, მეტსახელად „ოთარიკ ზუგდიდსკის“ დეპორტაცია მოახდინეს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განუცხადა. „ოთარიკ ზუგდიდსკი“ რუსეთის ციხიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ის სასჯელს იხდიდა „მკვლელობის“, „იარაღით ვაჭრობის“ და „ნარკოტიკებით ვაჭრობის“ მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები