"პროკურატურამ ნებისმიერი საშუალებით უნდა მიიღოს სააკაშვილის ჩვენება"

   გარკვეული წლების წინ საზოგადოებას ჰქონდა აზრი, რომ პრეზიდენტს თავი კანონზე წინ ეყენა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობამ ეს დაადასტურა.
“ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი – გარკვეული წლების წინ საზოგადოებას ჰქონდა აზრი, რომ პრეზიდენტს თავი კანონზე წინ ეყენა და ამ შემთხვევაში ეს დაადასტურა, რომ თავს კანონზე უზენაესად მიიჩნევს”, – განაცხადა ჭიკაიძემ. დისტანციური დაკითხვის მეთოდით ექსპრეზიდენტის დაკითხვის შესახებ შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში კარგად გაცნობიერებული არ არის, მაგრამ მიიჩნევს, რომ თუ არის საზოგადოების მაღალი ინტერესი, პროკურატურამ ნებისმიერი საშუალებით უნდა მიიღოს ჩვენება. მინისტრი ჭიკაიძე აღნიშნავს, რომ დაიწყება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა, ამ საკითხში კომპეტენტური არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები