ბაღდათის გამგებელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ბაღდათის გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, – ამის შესახებ “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, 25 აპრილს დააკავეს. როგორც ცნობილია, ბაღდათის გამგებელი ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები