აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავეს

  პარლამენტის უმცირესობის წევრის აკაკი ბობიხიძის ძმა დაკავებულია – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, ლევან ბობოხიძე იმერეთის სამხარეო პროკურატურამ დააკავა. როგორც თემურ დოლიძემ აღნიშნა, რამდენიმე წუთში, ლევან ბობოხიძის დაკავების შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას გაავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად ლევან ბობოხიძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.
აკაკი ბობოხიძის ძმა წელს უკვე იყო დაკავებული სასამართლოსათვის უპატივცემულობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები