პრეზიდენტი: საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება და ამით უნდა დაჩქარდეს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში

საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება პასპორტის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით და ამით უნდა დაჩქარდეს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრანგულ რადიო RFI-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან კავშირების განმტკიცების მიზნით მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, საქათველოს საგარეო პოლიტიკისათვის ასევე არანაკლებ საკვანძოა ორმხრივი ურთიერთობები, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის შორეული წევრობა.
ამავე ინტერვიუში პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს უფრო დიდი მიზანია, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის – ნატოს შემადგენელი ნაწილი.
RFI-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2014 წელს ქვეყანას ალიანსის სტანდარტებთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალების მქონე ნატოს არაწევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.
“ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ნატოს ოპერაციებში ავღანეთში, ისევე როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები