რატომ დატოვა უკრაინა ზურაბ ადეიშვილმა

„უკრაინიდან ზურაბ ადეიშვილის წასვლა გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის გუნდში არსებული განხეთქილება გახდა“,- ამის შესხებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„რამდენიმე დღის წინ ადეიშვილმა უკრაინის ტერიტორიაც დატოვა. რას უკავშირდება ზურაბ ადეიშვილის უკრაინიდან კვლავ ბუდაპეშტში დაბრუნება, უცნობია, თუმცა, როგორც პრესაში იწერება, მისი უკრაინიდან წასვლა ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გუნდში არსებული განხეთქილების შედეგია,“,- ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ კულუარებში ადეიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ყვებიან, რომ ადეიშვილს ბოლო პერიოდში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობები დაეძაბა და მოსალოდნელ საფრთხეებს თავი აარიდა.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძის განცხადებით, ადეიშვილის წასვლა უკრაინიდან მიანიშნებს, რომ ნელ-ნელა იზღუდება სააკაშვილის გავლენები.
„ამას მოწმობს ისიც, რომ რეფორმების საბჭო, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, პრაქტიკულად აღარ იკრიბება“,- აღნიშნა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები