მარნეულში ქალმა მამაკაცის ცხედარი დაწვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში 50 წლამდე ასაკის ქალმა მამაკაცის გვამი დაწვა – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს. მათივე თქმით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებულია, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დმანისის რაიონიდან შულავერში ქალთან სტუმრად იყო ჩასული და მის სახლში ინფარქტით გარდაიცვალა. ღამის ორი საათისთვის კი, მამაკაცის გარდაცვალების დაფარვის მიზნით, ქალმა ცხედარს სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.