მაგდა პაპიძის და ძმებ ბერძენიშვილებს სკანდალურ ბრალდებას უყენებს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის და ლანა პაპიძე მისი დის მეგობრის, ოთარ ბერძენიშვილის მფარველობაში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ ძმებ ბერძენიშვილებს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან გაზეთ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.
„რა ცოდვა აქვს ასეთი მოსანანიებელი მონასტერში ოთო ბერძენიშვილს? ვიცი, ვინც მფარველობს მაგას. ბერძენიშვილები. ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა. არავინ ისე არ დატოვებს ამას. ჩამოვა ის მონასტრიდან და დადგება ჩემს წინ, ჩემი ოჯახის წინ. ჩემს სიძეს დიდი წონა ჰქონდა ყველგან. ასეთი ბიჭის ცოლს საყვარელი ჰყავდა, თურმე 24 საათი მასთან იყო და ომარმა ეს ყველაფერი არ იცოდა?! კიდევ კარგი, ეს გაბრიჩიძე მოსამართლე დადებითად არის მაგდას მიმართ განწყობილი, შევატყვე. აცილებები, რაც მივეცით კანდიდატებს, ყველაფერი დააკმაყოფილა და ძალიან კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ლანა პაპიძემ.
გამოცემასთან ბრალდებულის დამ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურებსა და მსაჯულთა წევრებზე ისუაბრა. მისი თქმით, ვინც დედა იყო და შვილი ჰყავდა გაზრდილი, პროკურატურა ყველას ცხრილავდა. წარმოდგენილ კანდიდატებს შორის უმაღლესი განათლება არავის ჰქონდა, ნასწავლი არავინ იყო. ზოგი პოლიციაში მუშაობდა. ერთ-ერთი გოგოს დედა შსს-ს წარმომადგენელი ჰყავდა. საშინელი ხალხი ჰყავდათ მოყვანილი“, – აღნიშნა პაპიძემ.
აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა შესაძლოა ზაფხულამდე გაგრძელდეს. არადა, თუ ვერდიქტი ბარლდებულის დაკავებიდან 9 თვეში არ გამოქვეყნდება, საპროცესო კანონმდებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ავალდებულებს, რომ ბრალდებული გაათავისუფლოს. მაგდა პაპიძეს 9-თვიანი პატიმრობის ვადა სექტემბერში უმთავრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები