დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მთელი წლის განმავლობაში ლარი გამყარდება

დღეს ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო სინქრონულად მუშაობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა “2030“-ში განაცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი კანდიდატი და ეს პოზიტიურად იქნა აღქმული ბაზრის ინვესტორების მხრიდან. „თქვენ იცით, რომ გვყავს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, რომელიც არის დამოუკიდებელი კანდიდატი. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული ბაზრის ინვესტორების მხრიდან. დღეს ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო სინქრონულად მუშაობენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. არსებობს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში ლარი გამყარდება.
როგორც მან აღნიშნა, ამას აჩვენებენ, როგორც ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე მოლოდინები, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში გვაქვს და ასევე, გარე ფაქტორები. “ჩვენს მოსახლეობას სულ უფრო მეტი და მეტი განკარგვადი შემოსავალი დარჩება, რომ თავიანთ ოჯახებს და საჭიროებებს მოახმარონ“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები