ხვალ კახი კალაძე ნასაკირალში „ქართული ოცნების“ კანდიდატს წარადგენს
„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
23 აპრილს პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატს წარდგენს 12:00 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, 13:00 საათზე კი ქალაქ ოზურგეთში.