“ე.წ.სავჩენკოს სასანქციო სიის მიღებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ვიქნებით”

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. სავჩენკოს სასანქციო სიის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით იქნება.
კითხვაზე, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო ე.წ. სავჩენკოს სასანქციო სიას, კალაძე პასუხობს, რომ ”ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობას”.
“საქართველოს არის ევროპის ნაწილი, საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი და შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით თანამეგობრობის გვერდით ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ე.წ.სავჩენკოს სასანქციო სია მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები