საპარტნიორო ფონდს ჩინური საინჟინრო კორპორაცია SINOMACH ეწვია

თბილისი. 21 აპრილი; საპარტნიორო ფონდს ჩინური საინჟინრო კორპორაცია SINOMACH-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. SINOMACH-ის მარკეტინგის მთავარ ოფიცერს გაო იესა და რკინიგზის სატრანზიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰუანგ შიცონგის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდნენ.
ჩინური საინჟინრო კორპორაცია საქართველოს ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სექტორებში ინვესტირებით ინტერესდება და მზადყოფნას გამოთქვამს საპარტნიორო ფონდთან ერთობლივი პროექტები განახორციელოს. SINOMACH-ის წარმომადგენლებმა ფონდის ხელმძღვანელობას კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარუდგინეს.
ჩინური კორპორაცია საქართველოში საკუთარ წარმომადგენლობას ხსნის და საქართველოში წარმოებული პრდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. საპარტნიორო ფონდი SINOMACH-ის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს განიხილავს.
SINOMACH-ი China Machinery Engineering Corporation-ში შემავალი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ოფიციალური ვიზიტით პირველად 5 მარტს მიიღო. დელეგაციას ჩინეთის მმართველი პარტიის კომიტეტის საბჭოს სამდივნოს თავმჯდომარე სან ბეი ხელმძღვანელობდა. ჩინური დელეგაცია 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში მარტში საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ჩინურმა კორპორაციამ შეხვედრები გამართა ქვეყნის საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან.
საპარტნიორო ფონდში დღეს ჩინური საინჟინრო კორპორაციის წარმომადგენლები უკვე კონკრეტული შეთავაზებებით ესტუმრნენ. ჩინური მხარის განცხადებით, საქართველოს მიმართ მათ კორპორაციას მზარდი ინტერესი გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები