„გაერთიანებული დემოკრატები“ საკოორდინაციო საბჭოში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან“

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ „საკოორდინაციო საბჭოში“ არ შევა, როგორც საბჭოს წევრი. აღნიშნულ საბჭოში ის მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქციას შეასრულებს. ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა პორტალ „კვირაში“ თავად ისაუბრა. ახვლედიანმა ისიც განაცხადა, რომ არჩევნებზე გასვლას მისი პარტია ამ ეპატზე დამოუკიდებლად გეგმავს და სრული რესურსი აქვს საიმისოდ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი შედეგი დადოს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მკაფიო მოსაზრებას აფიქსირებს, რომ არავითარ ბლოკზე, კოალიციაზე, არ ფიქრობს, არ საუბრობს და არ მსჯელობს. ასეთი საკითხი ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ არ გვჭირდება სხვა დამატებითი ბერკეტები და გაერთიანებები, რომ სერიოზული საარჩევნო შედეგი დავდოთ. „დემოკრატიული მოძრაობა“ აღნიშნულ საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. ვაცხადებთ, რომ ვიმსჯელებთ და კონსულტაციებს გავივლით ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მაჟორიტარებთან დაკავშირებული კოორდინაციის განხორციელება“,-განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები