გიორგი ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში გარკვეულ ძალებთან კოორდინაცია მოხდეს

„გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი გიორგი ახვლედიანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „გაერთიანებული დემოკრატების“ სხვა საპარლამენტო სუბიექტებთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს, – აღნიშნულის შესახებ მან დღეს პორტალ „კვირაში“ ისაუბრა.
„გარკვეულწილად, არ გამოვრიცხავ, რომ უკვე პარლამენტში საჭირო გახდეს გარკვეულ თემებთან დაკავშირებით გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაცია, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ავწონ-დავწონოთ და გავიაზროთ, თუ ვისთან შეიძლება ვითანამშრომლოთ, თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე, როდესაც პარლამენტში არსებულ სურათს დავინახავთ“,- განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები