„გაერთიანებული დემოკრატები“ პარლამენტში ძლიერი ოპოზიციური ძალის მოსვლასთან დაკავშირებით განაცხადს არ აკეთებენ“

„გაერთიანებული დემოკრატები“ არ აკეთებენ განაცხადს, პარლამენტში ძლიერი ოპოზიციური ძალის მოსვლასთან დაკავშირებით, – აღნიშნული განცხადება „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა. მისი განცხადებით, პარტიას აქვს რეალური მოლოდინი, რომ პარლამენტში სოლიდური ხმებით შევა.
„გულწრფელად გეტყვით, „დემოკრატიულ მოძრაობაში“ არაფრის გაზვიადება არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს კვლევები, მაგრამ არ ვაჟღერებთ. მის გაჟღერებას ნდობის ხარისხი არ აქვს, რადგან მაინც პოლიტიკური პარტიისგან მოდის. ჩვენ არ ვაკეთებთ განაცხადს ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენი ვაჟღერებთ იმ ამბიციას, რომ პარლამენტში ისეთი შედეგით უნდა შევიდეთ, როგორიც ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის ამღებ ძალას ეკადრება. ჩვენ ეს ამბიცია გვაქვს. გეგმაც დავსახეთ, რომ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“,- განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები