დიმიტრი ქუმსიშვილი: არც წინა წელს და არც იმის წინა წელს „ქართუ ბანკში“ 65 000 დოლარის ოდენობის სესხი არ მქონია

არც წინა წელს და არც იმის წინა წელს „ქართუ ბანკში” 65 000 დოლარის ოდენობის სესხი არ მქონია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მას ბანკ „ქართუში“ 17 000 დოლარის ოდენობის სესხი აქვს. „17 000 დოლარი მაქვს ბანკში ვალი. წლის დასაწყისშიც მქონდა 17 000 დოლარი. არც წელს და არც იმის წინა წელს 65 000 დოლარი არ მქონია. ვარ ჩვეულებრივი მოკვდავი და შესაბამისი სესხი მაქვს. ჩემი სესხი არის 17 000 დოლარი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები