დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება.
„ლარის გამყარების ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად გაგრძელდება. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩვენ, ხელისუფლების შტოებს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. ყველაზე ცუდი ეკონომიკისთვის არის მკვეთრი გამყარება და მკვეთრი გაუფასურება. მთელი წლის განმავლობაში, რაც დარჩა, ველოდებით ლარის გამყარებას. გარდა იმისა, რომ ბუნებრივად მოხდება ლარის გამყარება, არის დაგეგმილი კიდევ კონკრეტული ქმედებები, რათა ლარზე გაჩნდეს დიდი მოთხოვნა და ლარი იყოს საჭირო ეკონომიკაში. ამის შესახებ ეროვნული ბანკი თავად ისაურებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები