გიორგი ახვლედიანი: საკოორდინაციო საბჭოს იდეა სწორედ ის არის, რომ საბოლოოდ საარჩევნო ბლოკად გარდაიქმნას

„გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენლისა და ინტერპარტიული ჯგუფის წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს შექმნის იდეა სწორედ ის არის, რომ საბოლოოდ მისი საარჩევნო ბლოკად გარდაქმნა მოხდეს. თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს პროცესი და რამდენად მოხდება საბჭოს საარჩევნო ბლოკად გარდაქმნა, მისი აზრით, ამას ის კონსულტაციები და ქმედებები განსაზღვრავს, რომლებიც მასში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა განახორციელონ.
„ინტერპარტიული ჯგუფი გამოკვეთილად საარჩევნო გარემოს საკითხებთან დაკავშირებით მომუშავე ჯგუფი იყო. ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით, რომ ეს არ გადასულიყო სხვა კონსულტაციების მიმართულებით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიებმა გადაწყვიტეს, გარკვეული კოორდინირება საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით, მათ ჩამოაყალიბეს საკოორდინაციო საბჭო. ნიშნავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო საარჩევნო ბლოკს, გეტყვით, რომ იდეა ამისთვის შეიქმნა, თუმცა რამდენად მოახერხებენ, რომ საარჩევნო ბლოკით დასრულდეს ეს ყველაფერი, იმ კონსულტაციებზეა დამოკიდებული, რაც მათ შემდგომში უნდა გამართონ“,- განაცხადა ახვლედიანმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ “გაერთიანებული დემოკრატები” საბჭოში მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსით მიიღებენ. როგორც ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე არავითარ ბლოკზე და გაერთიანებაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას. მისი განცხადებით, პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა და სერიოზულ შედეგსაც დადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები