“თუ საზოგადოება ითხოვს ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრას, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, ამას ყურადღება დაუთმოს”

თუ საზოგადოება ითხოვს ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრას, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, ასეთ მოთხოვნას ყურადღება დაუთმოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან მისივე განმარტებით, ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება.
„ჩემთვის პირადად პრინციპულია ეს საკითხი, მიუხედავად ოპოზიციის არგუმენტისა, რომ ეს საკითხი დაფიქსირებულია კანონმდებლობაში. კი ბატონ, არის, მაგრამ დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს. ჩვენ თუ ჩავწერთ კონსტიტუციაში, ვინც არ უნდა მოვიდეს უმრავლესობაში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ამ საკითხის ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები