“ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენა დაიწყო

“ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენა დაიწყო.
კასპის მუნიციპალიტეტის მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2016 წლის 22 მაისს დანიშნულ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მერებაშვილი იქნება.
ალექსანდრე მერებაშვილი დაიბადა 1978 წელს სოფელ მეტეხში. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიებში.
2012-2013 წლებში ალექსანდრე მერებაშვილი იყო კასპის მუნიციპალიტეტის მეტეხის ადმინისტრაცულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი.
2013 წელს, კვლავ კერძო სექტორს დაუბრუნდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინეს.
“კასპის რაიონში შუალედური არჩევნები 22 მაისს ჩატარდება. აქ ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატურა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, სოფელ მეტეხის მკვიდრი მოსახლეობა, ხმას მისცემს “ქართული ოცნების” წარმომადგენელს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები