„წინა ხელისუფლებაში ადმინისტრაციულ ხარჯებზე 45% იხარჯებოდა, ახლა მხოლოდ – 1 %-ია“

„ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე განცხადებით, არასწორია ის არგუმენტი, როდესაც ოპონენტები აპელირებენ, თითქოს ჯანდაცვის პროგრამა ყველაზე მდიდარი ქვეყნების განსახორციელებელი პროგრამაა. ის მიიჩნევს, რომ ეს პროგრამა ყველაზე ხარჯთეფექტურია. უფრო მეტიც, ხუნდაძემ განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში თანხები მაქსიმალურად მიზნობრივად იხარჯება. თუ წინა ხელისუფლების დროს, ადმინისტრაციული ხარჯებზე 45 % იხარჯებოდა, ახლა ეს ხარჯები მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს.
ბოლო პერიოდში რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში განვითარებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი გახდა საფუძველი იმისა, რომ თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ეს ფაქტორი კიდევ უფრო მძიმედ აღიქმებოდა, რომ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ის პროგრამები, რომლებმაც ეს რისკები შეამცირეს, თუმცა მას, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. ჯანდაცვაში 2012 წლამდე 300 მილიონი იხარჯებოდა, დღეს კი ეს თანხა 800- მილიონს გასცდა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციული ხარჯები მანამდე არსებულ სისტემაში სახელმწიფოს ფულიდან 45 პორცენტს შეადგენდა. მართველი გუნდის წარმომადგენლებს ათეულ ათასობით ხელფასი ჰქონდათ და დღეს ადინისტრაციული ხარჯები ერთი პროცენტია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვა ეს არის სფერო, სადაც პრობლემები მუდმივად არსებობს და ამოუწურავია. ეს არის სწრაფად განვითარებადი დარგი და ხარჯები აქაც არის მზარდი. ოპონენტები სპეკულირებენ იმით, რომ ჯანდაცვის ხარჯები იზრდება. ეს არის აქსიომა და მსოფლიო სტანდარტი, რომ ჯანდაცვის ხარჯები არის მზარდი. ჩვენთან არის მინიმალური დანახარჯები. ახლა მთლიანად შიდა პროდუქტის მხოლოდ 2.6 იხარჯება, არადა საშუალოდ საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე ქვეყნებში ეს საშუალო მაჩვეებელი 6-7 პროცენტია, აშშ-ში კი 17 პროცენტსაც აღწევს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ ფუფუნებაა და მდიდარი ქვეყნების განსახორციელებელი პროგრამა, ეს ასე არ არის. ეს ყველაზე ხარჯთეფექტური პროგრამაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, რომ ისინი გადავიდნენ ამ ტიპის პროგრამაზე“,- განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები