იქნება თუ არა კახა კალაძე ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში – მინისტრის კომენტარი

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის საარჩევნო სიაში თავადაც იყოს.
“არ არის გამორიცხული, სიაში მეც ვიყო, შეიძლება, სხვა მინისტრებიც იყვნენ, ამაზე მსჯელობა იქნება აუცილებლად”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
რაც შეეხება ”ქართული ოცნების” ყრილობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მას კოალიციის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სტუმრის სტატუსით დაესწრება.
”ყრილობაზე მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების დასახელება. იქნება ანგარიში, თუ რა გააკეთა პარტიამ 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოწვევას, რა თქმა უნდა, ის სტუმრის სტატუსით იქნება მოწვეული, ისევე როგორც სხვა მრავალი ადამიანი”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები