დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში ვიქნები თუ არა, ვფიქრობ, ასეთი დეტალიზაციისგან თავი უნდა შევიკავო

„ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კითხვაზე – იყრის თუ არა ის კენჭს მომავალ პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად, პასუხისგან ამ ეტაპზე თავს იკავებდა.
ამის შესახებ ხუნდაძემ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.
„შეკითხვაზე, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარად ვიყრი თუ არა კენჭს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ქვეყნის სამსახურში მუდმივად ვიქნები და პარლამენტში ვიქნები თუ არა, ვფიქრობ, ასეთი დეტალიზაციისგან თავი უნდა შევიკავოთ. პოლიტიკურმა გუნდმა განაცხადა, რომ იქნება პარტიული ყრილობა, რის შემდეგაც ინფორმაცია გაჟღერდება თითოეულ დეპუტატზე. მოვლენების დასწრებამ შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა და პრობლემები შექმნას. ყველა სიახლე იქნება იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა, ხელისუფლებამ მომავალში უფრო უკეთესად იმუშაოს. პიროვნება უნდა შეფასდეს მისი საქმეებით და იმით, თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს პარლამენტში მისმა ყოფნამ ან არ ყოფნამ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები