უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ 4 რეისი გაუქმდა

ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი გაუქმდა. როგორც „კვირას“ აეროპორტში განუცხადეს, სტამბოლი-თბილისის მიმართულებით რეისების გაუქმების გადაწყვეტილება ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინმა“ მიიღო.
„ავიაკომპანია ”თურქიშ ეარლაინმა” მოითხოვა, რომ გადადებულიყო მათ მიერ დაგეგმილი ფრენები – კერძოდ, უნდა განხორციელებულიყო თურქეთიდან ჩვენთან 4 მოფრენა და შესაბამისად, 4 გაფრენა“, – განუცხადეს “კვირას” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
მათივე ცნობით, რეისების აღდგენის გადაწყვეტილებასაც თავად ავიაკომპანია მიიღებს, რის შემდეგაც დანარჩენი ავიარეისები ჩვეულებისამებრ განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები