პაატა ზაქარეიშვილი სტამბოლიდან თბილისში დაბრუნებას ვერ ახერხებს – უამინდობის გამო რეისი გადაიდო

თბილისში ძლიერი ქარის გამო სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ შესრულდა, რის გამოც სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ვერ დაბრუნდა.
“ვიმყოფები სტამბოლის აეროპორტში, წუხელ გამოფრენამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინეს, რომ თბილისში ძლიერი ქარის გამო რეისი გადაიდო, როდესაც ადმინისტრაციასთან გავარკვიეთ, სტამბოლიდან ყველა რეისი გადაიდო. სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედი. ყოველთვის ვესწრები ხოლმე მთავრობის სხდომას. მითხრეს, რომ საღამოსკენ, 5-6 საათის ფარგლებში მოახერხებენ ჩვენს გამომგზავრებას”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
დღეს კვორუმის არარსებობის გამო თბილისში მთავრობის სხდომა გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები