შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა კვიპაროსის 500 ნერგი დარგეს (ვიდეო)

შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, 150-მდე მეხანძრე-მაშველთან და სააგენტოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, ხეების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება დედამიწის საერთშორისო დღეს მიეძღვნა.
 გამწვანების აქცია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის ზღვასთან არსებულ დენდროლოგიურ პარკში განხორციელდა. ღონისძიების მონაწილეებმა პარკში კვიპაროსის 500 ნერგი დარგეს.
აღნიშნული აქტივობის მიზანი გარემოზე ზრუნვა იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ახლადდარგული ხეების მოვლას მომავალშიც გააგრძელებენ.
13076817_795178613917473_6653386057025490054_n
13001318_795178607250807_5706793644171483875_n
13087563_795178553917479_3423980564622629868_n
13077030_795178557250812_4644490118091966073_n
13012609_795178527250815_6407650813301970789_n
13062156_795178523917482_5575083321154708457_n
13001062_795178530584148_607081302575769358_n
 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები