22 აპრილი

09:30
სასტუმრო “თბილისი მარიოტში“ გაიხსნება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება საქართველოში“. კონფერენციის პირველ დღეს დაფუძნდება გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი საქართველოში. საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი 599 51 22 15
10:30
NEW
მოძრაობა „ხიდის“ წარმომადგენლები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: „სოციალური თერაპიის სახლის“ გადარჩენა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ემსახურება და მოძრაობა „ხიდის“ ინიციატივა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან ერთად საკრებულოში ბრიფინგს გამართავს. თემა: კომუნალური ვაუჩერი. მის: თავისუფლების N2
11:00
“პირველ პრესკლუბში” საქართველოს განვითარების ფონდის ერთ-ერთი ლიდერი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრემიერ მინოსტრის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე სხვა მიმდინარე მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას იწყებს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახი კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შუალედურ არჩევნებზე ქართული ოცნების კანდიდატებს წარადგენს. 11:00-ზე კასპში, მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში; 16:00 საათზე წყალტუბოში; 18:00 საათზე კი ზუგდიდში.

11:00
NEW
ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი საბჭოს ხელმძღვანელები – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდნეტი ჟან-ელი მალკინი, „გლობალური ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ პროექტებზე ბრიფინგს გამართავენ. მის: აკ. წერეთლის ქ.#144, თბილისი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
11:00
NEW
„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე ისაუბრებს საყოველთაო დაზღვევაზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:30
“თიბისი” ბანკის სათაო ოფისში გაიმართება ფინანსური განათლების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც “თიბისი” ბანკის ინიციატივით ჩატარდა და კვლევითი ორგანიზაციების: ISET-ისა და TNS-ის მხარდაჭერით განხორციელდა. პრეზენტაციას დაესწრებიან ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების კოალიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები. მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, თიბისი გალერეა, მე-4 სართული.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავს. თემები: დავიწყებული კანონპროექტი კვოტირების შესახებ, საარჩევნო ბარიერი და მოსახლეობის განწყობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
NEW
„გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი, ინტერპარტიული ჯგუფის წევრი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
A8
12:00
დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. აქცია-პროექტში 70-მდე 3-4 წლის ასაკის ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, აგრეთვე დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის “ეკო ხედვა”, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, სოლიდარობის ფონდის და “მომავლის სოფელის” წარმომადგენლები. ბავშვები მშობლებთან და სტუმრებთან ერთად დაასუფთავებენ ბაღის პავილიონს და ეზოში დარგავენ ნერგებს. მის: ვერა, შანიძის ქ. 28. საკონტაქტო: ელენე ბენაშვილი 555329987, თამარ ყიფშიძე 555991844
12:00
“პირველ პრესკლუბში” “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
NEW
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებულ ივანე ჯავახიშვილის შრომების გამოფენას გამართავს.
13:00
სასტუმრო “Tbilisi Marriot”-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და IDS ბორჯომი საქართველოს შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
13:00
ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობის ოფისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებთან შეხვედრებს გამართავს. თემა: ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები, სიახლეები და საქმიანობა. მისამართი: ქ. ქუთაისი, ნოდარ დუმბაძის ქ. N8

15:00
NEW
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში, ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში, გაიმართება პროექტის პრეზენტაცია – „ყველა ბავშვი ოჯახში“, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი დაესწრებიან. მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები