თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ყველას მოსაწონი ვერ იქნები

„ყველას მოსაწონი ვერ იქნები“, – ასე უპასუხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ არჩევნებში ერთ-ერთი მონაწილის, ცირა ბარამიძის კრიტიკას.
როგორც თვალთვაძე ამბობს, მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა გადაჭარბებულია.
„მე ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებულია, რასაც ქალბატონი ცირა ამბობს. უნივერსიტეტმა გუშინ აჩვენა, მგონი, არჩევნების ჩატარებით. მოგეხსენებათ, პირველად ჩატარდა არჩევნები ასეთი მასშტაბით. ყველას მოსაწონი ვერ იქნები. რაც შეეხებათ სტუდენტებს, მე არ ვიცი, კონკრეტულად ამ სტუდენტებს რა პრეტენზია აქვთ. რაც მე მათგან გავიგე, ის იყო, რომ მე ვარ იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათთვის მიუღებელია. მე ნამდვილად ვმუშაობ უნივერსიტეტში ათეული წლებია და ამ ხნის მანძილზე მე რამდენიმე სხვადასხვა პოზიცია მეკავა უნივერსიტეტში“, – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.
ცირა ბარამიძე აცხადებს, რომ დარეჯან თვალთვაძის გამარჯვებით უნივერსიტეტმა დაკარგა ცვლილებებისა და რეფორმების შესაძლებლობა, რადგან იგი უნივერსიტეტში უკვე წლებია მუშაობს და მისი მოღვაწეობის პერიოდში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.
შეგახსენებთ, რომ თვალთვაძემ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გუშინ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები