სადგურის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარზე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავებმა აღნიშნული პიროვნებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს. მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს სავალი გზის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ, მას შემდეგ კი რაც სამართალდამცავებმა გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, სწორედ ამის შემდეგ მოხდა მათი დაკავება.
საპროტესტო აქციაში, მაღაზიის მეპატრონეები, მაღაზიებში და ბაზრობებზე დასაქმებულები მონაწილეობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გარე ვაჭრობა ნებარდართულია, რის გამოც ბაზარში და მაღაზიებში სავაჭროდ მოქალაქეები აღარ შედიან და პროდუქტებს ქუჩაში ყიდულობენ. მათივე თქმით, ამის გამო საკუთარ პროდუქციას ვეღარ ყიდიან. მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები