პრეზიდენტმა პარიზში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნეს.
გამოფენის გახსნას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ნოე ჟორდანიას შვილი ნათელა ჟორდანია და საფრანგეთში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის მთავრობის სხვა შთამომავლები დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა – ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და საფრანგეთის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის დევნილი მთავრობის მხარდაჭერისთვის.
„წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელახლა აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ, წელს 25 წელია მას შემდეგ, რაც ქართული სახელმწიფო კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი. ამაყი სახელმწიფო, რომელიც იყურება წინ მომავლისკენ და ეს მომავალი ერთმნიშვნელოვნად დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სწრაფვა ევროპული კულტურისადმი, სწორედაც რომ თქვენს სამშობლოს უკავშირდება, ჩვენ ახლა ხელახლა შევძელით რომ სახელმწიფო დონეზე გაგვემყარებინა ორ სახელმწიფოს შორის კულტურული ერთობა.
ჩვენსა და საფრანგეთის სახელმწიფოს შორის უაღესად მეგობრული ურთიერთობებია პოლიტიკურ დონეზე და ამავე დროს ჩვენ ამ მეგობრობას ვამტკიცებთ ბრძოლის ველზე, ჩვენ ფრანგ თანამებრძოლებთან ერთად ვიბრძვით მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.
და მომავალიც ჩვენი სახელმწიფოებისა ამ თანამშრომლობაში და ამ ერთობლივი ღირებულებების გაძლიერებაში და გაფართოებაშია.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოფენისთვის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და მთელ ფრანგ ერს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ოკუპაციის შედეგად წამოსული მთავრობა სწორედ ფრანგმა ერმა შეიფარა, მისცა ჩვენს მთავრობას ღირსეული თავშესაფარი, მისცა ჩვენს მთავრობას იმის შესაძლებლობა, რომ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ აღდგენილიყო, დიდი მადლობა თქვენ და საფრანგეთის სახელმწიფოს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს საჩუქრად დიპლომატიური არქივიდან ორი დოკუმენტი გადასცა.
„ეს დიპლომატიური არქივი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინახებოდა და თქვენი ვიზიტისთვის საგანგებოდ გამოვფინეთ ამ დარბაზში. ეს არის სიმბოლო ჩვენი ძლიერი მეგობრობისა და იმ საერთო ღირებულებებისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგული რჩება 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს გვერდით რჩება. საფრანგეთი აგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით“, – განაცხადა არლემ დეზირმა.
13001124_566875570147387_4677332264124992099_n 13012721_566875486814062_6398672435566235595_n 13001255_566875640147380_6750883113778884442_n 13043519_566875430147401_668963497947306191_n 13062049_566875356814075_2368554041307928000_n 13010690_566875503480727_4093152980303934731_n 13062011_566875526814058_8997186150704461335_n 13010877_566875426814068_4274175375013844228_n 13082611_566875966814014_823282304614184171_n 13001139_566875843480693_3883816387456468974_n 13082613_566875776814033_7470320720500943947_n 13055668_566875403480737_1370565470379749206_o 13007379_566875590147385_2262056282945600454_n 13040987_566875630147381_1906794618992913291_o 13015263_566875660147378_2118691719168163356_n 13043725_566875303480747_7133591043342818035_n 13006658_566875360147408_7145369395476245812_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები