მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს სესიაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებისკენაა მიმართული.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიაზე და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმაზე.
მიხელ ჯანელიძის განცხადებით, სახელმწიფო სტრატეგია ემსხურება ნარკოტიკების პრობლემის მიმართ ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებას.
მისი მიზანია ნარკოდამოკიდებულების შემცირება, გავრცელება-მოწოდების გზებთან ეფექტური ბრძოლა, პრობლემის მუდმივი მონიტორინგი და აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური კოორდინაცია.
ნარკოპრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მინისტრმა 2015 წელს, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა დაასახელა. ცენტრის მიზანი ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული სურათის ანალიზი, ამ პრობლემის მიმართ ახალი სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიის დანერგვა და საერთაშორისო თანამეგობრობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.
მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომის მაგალითად ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები დაასახელა, რომლითაც ნარკოტიკების მოხმარება და გასაღება გაიმიჯნა.
ნარკოდამოკიდებულების მიმართ სამართლებრივად ლიბერალური მიდგომების ფარგლებში, საქართველოში ეფექტურად ამოქმედდა ადრეული ჩარევის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის მექანიზმი. მათ შორის გაჩნდა სოციალური საწარმოები, რაც ხელს უწყობს ნარკოდამოკიდებულების მქონე მოქალაქეების სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა აივ/შიდსთან ბრძოლის 2016-2018 წწ ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანია 2020 წლისთვის არსებული სურათის შემცირება და 2030 წლსითვის ვირუსის ელიმინაციაა. მიხეილ ჯანელიძემ გაეროს ტრიბუნიდან ასევე ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც უპრეცენდენტო აღმოჩნდა მსოფლიოს მასშტაბით.
ნარკოტიკების საკითხზე გაერო-ს სპეციალური სესია გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარეობს, მას სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ეწსრებიან. საგარო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში იმყოფება, მდგრადი განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე მიხეილ ჯანელიძე სიტყვით ხვალ გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები