უკრაინის შსს ზღულაძის გადადგომას არ ადასტურებს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის გადადგომას არ ადასტურებს. შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ზღულაძე შვებულებაშია, საიდანაც 29 აპრილს დაბრუნდება. depo.ua-ის ცნობით, გერაშენკომ განაცხადა, რომ ზღულაძეს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია. ამასთანავე, ამავე გამოცემის ცნობით, ზღულაძე გადადგომას, მართლაც, გეგმავდა, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, დაწერა თუ არა მან ოფიციალური განცხადება. ეკა ზღულაძის გადადგომის შესახებ უკაინულმა მედიამ დღეს დაწერა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის პოლიციის უფროსის, ხატია დეკანოიძის გადადგომის შესახებ.