სასამართლოში გირგვლიანის წინა სასამართლო სხდომა გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე გაირკვევა, დაცვისა და ბრალდების მხარეების შუამდგომლობას დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ მაშინდელ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვს, თუმცა ორივეს ამ საქმეზე ბრალდება მოეხსნათ.