ჯაბა სამუშია: ჩემი კოლეგები “ნაციონალური მოძრაობიდან“ ყოველთვის ცდილობენ, რომ პრობლემა ხელოვნურად შექმნან

“ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერია კომუნალური ვაუჩერებისთვის გამოყოფილი თანხა, სხვა მიმართულებით გადაამისამართა, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ეხმაურება.
ჯაბა სამუშია პოლიტიკურ ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს და განკარგულების შინაარსს განმარტავს.
„ჩემი კოლეგები “ნაციონალური მოძრაობიდან“ ყოველთვის ცდილობენ, რომ რაღაც პრობლემა ხელოვნურად შექმნან და ამ პრობლემაზე, რაღაც პერიოდი, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა სიმართლე, საზოგადოება ალაპარაკოს. ეს განკარგულება გულისხმობდა, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ რეალობაში და ახალ ფორმაში ვაუჩერის გაცემისა. დღევანდელი მონაცემებით, თბილისის მერიაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უკვე საბოლოოდ უნდა განსაზღვროს, რა ფორმით მოხდება ვაუჩერის გაცემა,“ – განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები