დიმიტრი ქუმსიშვილი: დარწმუნებული ვარ, პრემიერი და პრეზიდენტი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წინაასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქუმსიშვილის აზრით, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებას წაადგება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდნეტი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ და ეს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც ჩვენს ეკონომიკას და ჩვენი დემოკრატიის განვითარებას წაადგება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები