ბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გაიხსნა

ბათუმში დასრულდა რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. რუსთაველის ქუჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მურვანიძესთან ერთად გახსნა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ქვაფენილი ასფალტის საფარით შეიცვალა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს, ბორდიურებსა და გარეგანათების სისტემას.

 “პროექტის მეორე ეტაპზე  განხორციელდება გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში, რომელიც ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები